კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 3 ნოემბერი
1. შესავალი
gayidvebi.ge ("ჩვენ", "პლატფორმა") პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. ეს დოკუმენტი განმარტავს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ და როგორ ვიცავთ თქვენს ბიზნესის ინფორმაციას პლატფორმის გამოყენებისას.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
პლატფორმის გამოყენებისას ჩვენ ვინახავთ: თქვენს ანგარიშის მონაცემებს (სახელი, ელფოსტა, WhatsApp/ტელეფონის ნომერი), თქვენი მაღაზიის შეკვეთების ინფორმაციას (კლიენტის სახელი, ტელეფონი, მისამართი, შეკვეთის დეტალები), პროდუქტების კატალოგსა და მარაგის მონაცემებს, და ანალიტიკურ ინფორმაციას, რომელსაც სისტემა თავად აგენერირებს (შემოსავალი, მოგება).
თუ მაღაზია ჩართავს შეკვეთის ბმულს (gayidvebi.ge/s/...), ამ გვერდზე შეკვეთის გამფორმებელი მყიდველის სახელს, ტელეფონს, მისამართსა და კომენტარს ვინახავთ მაღაზიის სახელით, როგორც მის შეკვეთას; ამ მონაცემებს მაღაზია ფლობს და მართავს. ყალბი შეკვეთებისგან დასაცავად ვინახავთ IP მისამართის დაშიფრულ (hash) ანაბეჭდს, არაუმეტეს 2 დღისა. შეკვეთის თვალყურის დევნების გვერდი (gayidvebi.ge/t/...) აჩვენებს მხოლოდ შეკვეთის სტატუსს, პროდუქტებსა და ჯამს — მისამართისა და ტელეფონის გარეშე.
3. როგორ ვიყენებთ მონაცემებს და ელექტრონული კომუნიკაცია
თქვენს მონაცემებს ვიყენებთ პლატფორმის გამართული ფუნქციონირებისთვის: შეკვეთების მართვისთვის, მარაგის აღრიცხვისთვის, ანალიტიკის გენერირებისთვის, ფასის კალკულაციისთვის და თქვენთვის მხარდაჭერის გასაწევად.
თქვენი წინასწარი თანხმობით, მითითებული საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, WhatsApp) გამოიყენება ავტომატური და არაავტომატური სისტემური, სერვისული და საინფორმაციო შეტყობინებების გამოსაგზავნად. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება. ჩვენ არასდროს ვყიდით ან ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებზე.
4. მონაცემთა უსაფრთხოება და იზოლაცია
პლატფორმა აშენებულია Supabase-ის ინფრასტრუქტურაზე Row-Level Security (RLS) ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მაღაზიის მონაცემები ტექნიკურად იზოლირებულია — სხვა მომხმარებელს არანაირი წვდომა არ აქვს თქვენს შეკვეთებზე, კლიენტთა ბაზასა თუ ფინანსურ ინფორმაციაზე.
5. მონაცემთა გაზიარება მესამე მხარეებთან
სერვისის მუშაობისთვის მონაცემებს ვამუშავებთ ამ პარტნიორების საშუალებით: Supabase (მონაცემთა ბაზა და ავტორიზაცია), Vercel (ჰოსტინგი და საიტის სტატისტიკა), Calendly (ზარის დაჯავშნა), SMS Office (SMS შეტყობინებები), WhatsApp (შეტყობინებები ფასის ფორმის შევსების შემდეგ) და Meta Platforms (რეკლამის შედეგების გაზომვა, იხ. პუნქტი 7). მონაცემებს არ ვყიდით და სხვა მესამე მხარეს არ გადავცემთ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ, შეასწოროთ ან წაშალოთ თქვენი ანგარიშისა და ბიზნესის მონაცემები. დაკავშირებისთვის გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია.
7. ქუქი-ფაილები და რეკლამის გაზომვა
აუცილებელ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ავტორიზაციისთვის და ენისა და თემის (light/dark mode) დასამახსოვრებლად.
თუ საიტზე პარტნიორის ბმულით (gayidvebi.ge/r/...) შემოხვედით, 60 დღით ვინახავთ ქუქი-ფაილს (gyd_ref) მხოლოდ პარტნიორის კოდით, რათა ფასდაკლება ავტომატურად გამოჩნდეს და პარტნიორმა ჯილდო მიიღოს. პარტნიორი ხედავს მხოლოდ რაოდენობებს და მაღაზიის სახელის პირველ ასოებს, არასოდეს თქვენს საკონტაქტო მონაცემებს. პარტნიორული პროგრამის მონაწილეების მონაცემებს (სახელი, ტელეფონი, სოციალური ქსელები, ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი) ვიყენებთ მხოლოდ განაცხადის განსახილველად, ანაზღაურების გასაცემად და კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებებისთვის.
საიტის საჯარო გვერდებზე მუშაობს Meta Pixel. ის ინახავს ქუქი-ფაილებს (_fbp, _fbc) და Meta-ს აწვდის ინფორმაციას საიტზე თქვენი მოქმედებების შესახებ (მაგ. გვერდის ნახვა, ფორმის შევსება, ზარის დაჯავშნა), რათა გავზომოთ, რომელი რეკლამა მუშაობს. ამავე მიზნით Meta-ს Conversions API-ით ვუგზავნით ფასის ფორმაში მითითებულ ტელეფონის ნომერს, ხოლო გადახდის შემდეგ ანგარიშის ელ-ფოსტასა და ტელეფონს. გარდა ამისა, Pixel-ი ავტომატურად იღებს საჯარო გვერდების ფორმებში (მაგ. რეგისტრაციისა და შესვლისას) შეყვანილ საკონტაქტო მონაცემებს (ელ-ფოსტა, ტელეფონი, სახელი), რათა Meta-მ ქმედება სწორ ანგარიშს დაუკავშიროს; პაროლი არასოდეს იგზავნება. ეს მონაცემები იგზავნება მხოლოდ ჰეშირებული (SHA-256) სახით, არასოდეს ღია ტექსტად.
რეკლამის გაზომვის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: გახსენით და აირჩიეთ „უარყოფა“. ამის შემდეგ Meta Pixel აღარ ჩაიტვირთება და საიტზე თქვენს მოქმედებებზე Meta-ს აღარაფერს გავუგზავნით. გადახდის შეტყობინება მაინც იგზავნება; თუ ესეც არ გსურთ, მოგვწერეთ.
8. ცვლილებები ამ პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ეს დოკუმენტი. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, გაცნობებთ ელფოსტით ან პლატფორმის საშუალებით.
9. დაგვიკავშირდით
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@gayidvebi.ge