ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მართვა

ტანსაცმლის გაყიდვების სპეციფიკა მოითხოვს ზომების, ფერების და მუდმივად ცვალებადი კოლექციების სწორად აღრიცხვას.

მთავარი გამოწვევები

  • მომხმარებელი გწერთ Instagram-ზე და გეკითხებათ: "ეს შავი M ზომა დაგრჩათ?"
  • თქვენ გიწევთ საწყობში ან Excel-ში გადამოწმება
  • გვიან პასუხობთ და მომხმარებელი იკარგება

ჩვენი გადაწყვეტა

ვარიაციების მართვა

დაამატეთ პროდუქტი (მაგ. მაისური) და მიუთითეთ მისი ზომები და ფერები. სისტემა ავტომატურად დააკლებს მარაგს გაყიდვისას.

მომწოდებლების კონტროლი

დააფიქსირეთ ახალი პარტიის ჩამოსვლის თარიღები, რათა წინასწარ დაიწყოთ შეკვეთების მიღება.