სისტემური მოდული და შესაძლებლობები

კლიენტები თავად აფორმებენ შეკვეთას

ჩასვით ბმული ბიოში ან გაუგზავნეთ ჩატში. კლიენტი ხედავს ფასებს, ზომებს და ნაშთს, აფორმებს შეკვეთას — თქვენ კი მხოლოდ ადასტურებთ.

რატომ არის შეკვეთის ბმული და შეკვეთის თვალყურის დევნება შეუცვლელი თქვენი ბიზნესისთვის?

ძირითადი უპირატესობები და ხელშესახები შედეგები ყოველდღიურ ოპერაციებში

01

„ფასი?“ კითხვების დასასრული

ყველა პროდუქტი ფოტოთი, ფასით და ზომებით ერთ ბმულზე — საიტის გარეშე.

02

აღარ გადაწერთ შეკვეთებს

სახელი, ტელეფონი, მისამართი და პროდუქტები ავტომატურად ჩნდება დაფაზე, სვეტში „ბმულიდან“.

03

ამოწურული აღარ იყიდება

მარაგი შეკვეთისთანავე იჯავშნება, ამოწურული ზომა კი ბმულზე ითიშება.

04

„სად არის ჩემი ამანათი?“

ყოველ შეკვეთას აქვს ბმული, სადაც კლიენტი სტატუსს ხედავს. ის SMS-ით ავტომატურად იგზავნება.

როგორ მუშაობს შეკვეთის ბმული და შეკვეთის თვალყურის დევნება პრაქტიკაში?

STEP 1

ჩართეთ მაღაზია

დაფა → მაღაზია: აირჩიეთ სახელი, ლოგო, ფერი და შაბლონი, პროდუქტები, მიწოდება და გადახდა.

STEP 2

გააზიარეთ

ჩასვით ბმული Instagram-ისა და Facebook-ის ბიოში, დადეთ სთორიში მზა სურათით ან დაბეჭდეთ QR კოდი.

STEP 3

დაადასტურეთ

შეკვეთა ჩნდება „ბმულიდან“ სვეტში. დარეკავთ, დაადასტურებთ და ჩვეულებრივ აგრძელებთ: ზედნადები, კურიერი, SMS.

დაკავშირებული მოდულები და ინტეგრაციები

ხშირად დასმული კითხვები

საიტი მჭირდება?

არა. ბმული თავადაა თქვენი მაღაზიის გვერდი. თუ საიტი უკვე გაქვთ, მისი დაკავშირებაც შეგიძლიათ: WooCommerce, Shopify, Wix, Tilda ან API.

კლიენტს შეუძლია ბარათით გადახდა?

ჯერ არა. კლიენტი ირჩევს ადგილზე გადახდას ან გადარიცხვას — რეკვიზიტებს შეკვეთის შემდეგ ხედავს, დაფაზე კი შეკვეთას „ჩარიცხვას ელოდება“ ნიშანი აქვს.

ყალბი შეკვეთები რა იქნება?

ყველა შეკვეთა ჯერ „ბმულიდან“ სვეტში ჩნდება და თქვენ ადასტურებთ. ერთი ნომრიდან ბევრი შეკვეთა იზღუდება, ხოლო თუ ამ ნომრით ადრე გაუქმებული შეკვეთა იყო, ბარათზე გაფრთხილება ჩანს.

შეიძლება შეკვეთა WhatsApp-ით მივიღო?

დიახ. ჩართეთ „WhatsApp-ით“ რეჟიმი და კლიენტის კალათა მზა შეტყობინებად მოვა თქვენს WhatsApp-ზე.

რომელ პაკეტში შედის?

შეკვეთის ბმული Pro პაკეტში შედის.

ჩართეთ შეკვეთის ბმული და შეკვეთის თვალყურის დევნება თქვენს ბიზნესში დღესვე

დაზოგეთ დღეში 3-4 საათი რუტინულ საქმეზე და აიყვანეთ თქვენი გაყიდვები ახალ დონეზე.

დაიწყე უფასოდ ახლავე